The Wall Street Journal-ის ცნობით, დოკუმენტის თანაავტორთა რაოდენობამ გადააჭარბა საკვანძო ზღვარს, 60-ს, რაც საკმარისია სენატში მის მისაღებად. კანონპროექტის ხელმომწერებს შორის არიან ორივე პარტიის ლიდერები: რესპუბლიკელი ჯონ თუნი და დემოკრატი ჩაკ შუმერი.
ასევე ნახეთ მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდოსგრემმა თქვა, რომ ახალი სანქციები შეიძლება „ძვლებში მმტვრეველი“ (bone-crushing) აღმოჩნდეს და დასძინა „მიზანია, დავეხმაროთ პრეზიდენტს“. სენატორი ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლება.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ გრემის განცხადება დაემთხვა აშშ-სა და უკრაინის მიერ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
ასევე ნახეთ აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა ეკონომიკური პარტნიორობის "ისტორიულ შეთანხმებას"კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პირველად, ასევე მეორად სანქციებს. კერძოდ, 500%-იანი გადასახადი დაუწესდება იმპორტს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსული ნავთობის, გაზის, ურანის ან ნავთობპროდუქტების შემცველ პროდუქციას ყიდიან. ასევე შემოთავაზებულია, რომ ამერიკულ ბანკებს აეკრძალოთ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ინვესტირება და აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალოთ რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა.
მანამდე, კიევთან და მოსკოვთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გამო ვაშინგტონმა სანქციების ნაწილობრივი მოხსნა დაუშვა, თუმცა შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში ახალი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.