სოციალური ქსელებით უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა 44 დღის წინ დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ, რუსეთი კი 44 დღეა ისევ აგრძელებს ხალხის დახოცვას და თავიდან იცილებს მკაცრ ზეწოლას და პასუხისმგებლობას.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველა ხედავდეს და ყველას ესმოდეს, რა ხდება სინამდვილეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამაფოსას, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეა, არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს გააცნობს, ამ შეხვედრის შემდეგ ვიზიტს ნაადრევად შეწყვეტს და უკრაინაში დაბრუნდება.
უკრაინის ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
დღის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" განუმარტა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
კიევსა და ოლქებში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
უკრაინელ სამხედროს გადაჰყავს დაშავებული ქალი, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, კიევის საცხოვრებელ უბანში. 24 აპრილი, 2025.
ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 215 რაკეტა და დრონი გამოიყენაიმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც განგაშის შესახებ მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით გასული საღამოდან სოციალური ქსელებით აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, ქვეყნის რეგიონებზე 23 აპრილს, საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.
ასევე ნახეთ თეთრი სახლი უარყოფს ზელენსკისადმი ულტიმატუმს, თუმცა აცხადებს, რომ ტრამპის მოთმინება იწურებადაშავებული ქალი ზის თავის სახლთან, რომელიც დაზიანდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, კიევის საცხოვრებელ უბანში. 24 აპრილი, 2025.
ასევე ნახეთ ტრამპი პუტინს: „ვლადიმირ, შეჩერდი!“