ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ახალი ეფექტიანი მაჩვენებელი ახლა 145%-ია ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.
მის შესახებ CNBC იუწყება თეთრ სახლზე დაყრდნობით.
ცნობაში აღნიშნულია, რომ ოთხშაბათს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთისთვის საიმპორტო ტარიფის 84%-დან 125%-მდე გაზრდის შესახებ, საქმე ეხებოდა დამატებით განაკვეთს, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩინეთისთვის უკვე მოქმედ "საბაზისო" 20%-იან განაკვეთს. CNBC-ის მიერ ციტირებული თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორივე განაკვეთი უნდა შეიკრიბოს ჩინეთის მიმართ მოქმედი საბაჟო ტარიფის მისაღებად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 125%-მდე ზრდის სავაჭრო ტარიფს ყველა ჩინურ საქონელზე. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა "უპატივცემულობით, რომელსაც ჩინეთი ავლენს გლობალურ ბაზრებთან მიმართებით."
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის 125-%-მდე გაზარდა სავაჭრო ტარიფიდონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
"რაღაც მომენტში, იმედია უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ მიუღებელია შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაყვლეფა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth-ში.
იმავდროულად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 90 დღით გადადოს დამატებითი ტარიფების შემოღება 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართ.
ასევე ნახეთ აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, რუსეთი - რა ხდება ტარიფების ომში?