ტრამპი ევროპულ ღვინოზე 200%-იანი საპასუხო ტარიფებით იმუქრება

აშშ-ის და ევროკავშირის დროშები - ფოტოილუსტრაცია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე, შამპანურსა და სხვა ალკოჰოლიან სასმელებზე 200%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ევროკავშირი ამერიკული ვისკის იმპორტზე საბაჟო გადასახადს შემოიღებს.

ევროპული ტარიფი სავარაუდოდ, 1 აპრილს უნდა ამოქმედდეს. ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირს უწოდა "გადასახადების და ტარიფების ერთ-ერთი ყველაზე მტრული და არაკეთილსინდისიერი ორგანო მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით შეიქმნა, რომ აშშ-სგან იხეიროს.

„თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ გაუქმდება, აშშ მოკლე ხანში დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომელთა მოწოდება ხდება საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა 13 მარტს ტრამპმა, რომელიც თვლის, რომ "ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში."

ასევე ნახეთ ჩინეთს უნდა, სათავისოდ გამოიყენოს დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის

ასევე ნახეთ

ტრამპის მუქარის შემდეგ კანადამ შეაჩერა აშშ-ისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდატრამპმა 50%-იანი ტარიფები გამოაცხადა კანადიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზეჩინეთმა საპასუხო ტარიფები გამოაცხადა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზეტრამპი კონგრესში - იმედები უკრაინისთვის და სატარიფო ომებიტრამპი ახალ ტარიფებს უწესებს კანადას, მექსიკასა და ჩინეთს. რა მოხდება შემდეგ?