საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
ამ ნომინაციაში რადიო თავისუფლების ერთდროულად ორი ავტორი მოხვდა ფინალში: ნასტასია არაბული და სალომე ჩადუნელი.
ნასტასია არაბულის სტატიაში მოთხრობილია ხუთი ქალის ისტორია, რომლებმაც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.
სტატიას ქვემოთ მითითებულ ბმულზე წაიკითხავთ.
ასევე ნახეთ „ვალდებული ვარ სხვა გოგოების წინაშე“ - 5 ქალი მიტროპოლიტის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვებასალომე ჩადუნელის სტატია კი კომპანია „ევოლუშენში“ დასაქმებულთა შრომით პირობებს შეეხება.
ასევე ნახეთ როცა ეს თამაში აღარ არის - რა ხდება „ევოლუშენის“ კედლებს მიღმა?საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
ნომინაციის ფინალისტებში მოხვდა სოფიკო ვასაძის ნამუშევარი „ერთი წელი მარტის ცხელი დღეებიდან“, რომელშიც ნაჩვენებია „აგენტების კანონის“ პირველად შემოტანის შედეგად დაწყებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და სპეცრაზმის მიერ მათი ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შემდეგ გასული ერთი წლის შეჯამება.
საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
ფოტოების ნომინაციაში ფინალისტია რადიო თავისუფლების ფოტოგრაფი და ავტორი დათო ქორიძე. მან თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის დაკრძალვის ფოტორეპორტაჟი მოამზადა.
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
ინოვაციური ნაშრომის ნომინაციის ფინალისტებში რადიო თავისუფლების პროდიუსერი და ავტორი ბექა ბერაძე მოხვდა ნამუშევრით „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“. ვიდეოსერია მომზადებულია ლაშა ბუღაძისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობლივი წიგნის, „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“, მიხედვით.
ილუსტრაციები შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დაარსდა, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობა ქართულ მედიაში.