სანაპიროზე პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს

პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს.

თბილისში, სანაპიროზე მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს საპროტესტო მარშის მონაწილეებს, რომლებიც "თბილისი მოლთან" გამართული აქციიდან მიდიან ქალაქის ცენტრისკენ. დაკავებულებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე.

ცნობილია, რომ სანაპიროზევე დააკავეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი თამარ თევზაძე - დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის დაკავებისას შეუძლოდაა და, სავარაუდოდ, გონება აქვს დაკარგული.

დაკავებულებს შორის არის "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრი ლუკა თეთრაძეც.

ცნობილია კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა - ის ეკატერინე აბაშიძეა.

დაკავებულების რაოდენობის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია განცხადება არც დაკავებულების და არც "თბილისი მოლის" აქციის შესახებ. უწყების პრესსამსახური ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ამ დრომდე არ პასუხობს.

ასევე ნახეთ არაოფიციალური ცნობებით, თბილისში აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - სია