ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის კიევში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილი, შარლ მიშელი.

ირაკლი ღარიბაშვილი, შარლ მიშელი.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ღარიბაშვილი და მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი

კიევში ღარიბაშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა