ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოდის პირობით, რომ ბრიტანეთი იქნება "ღია, გულუხვი, გარეთ მომზირალი, ინტერნაციონალისტი და თავისუფალი ვაჭრობის მიმდევარი", მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს, გვიან საღამოს დე-ფაქტო დასრულდა ბრექსიტის პროცესი, ევროკავშირთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით.
ბრექსიტის სავაჭრო ხელშეკრულებას წინ უძღოდა ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება ქვეყის ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან და საგადასახადო კავშირიდან გასვლის მიზნით. საახალწლო მიმართვაში ჯონსონმა ამას "ქვეყნისთვის საოცარი მომენტი" უწოდა. "ჩვენი თავისუფლება ჩვენს ხელშია და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მისი საუკეთესოდ გამოყენება" - განაცხადა ჯონსონმა ბრექსიტზე, რომელიც დაიწყო 2016 წელს, კონსერვატიული მთავრობის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმით.
პრემიერ-მინინსტრის ოპტიმისტურ სიტყვებს ჩრდილს აყენებს მამამისის, სტენლი ჯონსონის მიერ რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ ის გეგმავს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას, თავისუფალ გადაადგილებაზე მისი შვილის მიერ მიღწეული შეთანხმებით ამოქმედებული შეზღუდების გამო.
ევროპის პარლამენტს თებერვლის ბოლომდე აქვს ვადა სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის.
ფორმალურად, ბრექსიტი 11 თვის წინ დაიწყო, მაგრამ ბრიტანეთი ამ დრომდე ევროკავშირის სავაჭრო წესებს მისდევდა.