„ხორავას ქუჩის საქმე“ - მოსამართლე სხდომაზე მობილური ტელეფონით სარგებლობს
Your browser doesn’t support HTML5
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირის - მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ საჩივრით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ. საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომების მსვლელობის დროს, მოსამართლეს აქვს მიმოწერა მობილურ ტელეფონის საშუალებით, სარგებლობს სოციალური ქსელებით და თვალ-ყურს არ ადევნებს სხდომაზე მიმდინარე პროცესებს. საჩივრის თანახმად, მოსამართლე „როგორც დახურულ ასევე ღია სასამართლო სხდომას სავარაუდოდ ასმენინებს (ტრანსლირებს სხდომას) სხდომის შედეგით დაინტერესებულ პირებს“. ადვოკატმა თოდუამ ვიდეოჩანაწერები მოიპოვა კანონიერად. ის მოსამართლის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებსაც ხედავს და იმედი აქვს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის ობიექტური დასკვნის საფუძველზე მოხერხდება მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გადახედვა, კალანდიას სასამართლომ 25 თებერვალს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით.