თურქეთმა უკრაინელი პოლიტპატიმრების სია გაუგზავნა მოსკოვს და სთხოვა მათი გათავისუფლება. ამის შესახებ 3 ნოემბერს განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად სტამბოლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ერდოანმა გაიხსენა, რომ სწორედ თურქეთის თხოვნით გაათავისუფლა მოსკოვმა 2017 წლის ნოემბერში ყირიმელი თათრების მიეჯლისის ლიდერები, ახმეთ ჩიიგოზი და ილმი უმეროვი. მათ რვაწლიანი პატიმობა ჰქონდათ მისჯილი 2014 წლს ყირიმში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. ამჯერად მოსკოვში გაიგზავნა გაფართოებული სია. „ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებული იქნება“, - განაცხადა ერდოანმა. სიაში 70-პირზე მეტია. მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი და აქტივისტი ვლადიმირ ბალუხა.