ილია მეორემ თავისი პოზიცია გამოხატა კანაფის კანონპროექტზე

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი პოზიცია გამოხატა კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. პატრიარქის თქმით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და შეაჩერა კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. ილია მეორე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ამ საკითხს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას შეეხო.