ტრამპი: საქართველომ ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

Your browser doesn’t support HTML5

ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია. სხვა საკითხებთან ერთად მან ილაპარაკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. „ისინი აქ იყვნენ და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.