აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. გასული თვის ბოლოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში თითქმის ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად ახლა კანონად იქცა. ახალი სანქციების მიზეზებს შორის არის რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში, აგრეთვე რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და სირიის მმართველი რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. კანონში ნახსენებია საქართველოც: სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული უკრაინის გარდა, საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესია. აშშ-ის ახალი კანონი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ენერგოკომპანიების წინააღმდეგ და აუქმებს პრეზიდენტის უფლებას, კონგრესისაგან ნებართვის გარეშე შეამსუბუქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ
დონალდ ტრამპი