11 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. მან საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ილაპარაკა, კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნო ძალადობაზე და შემთხვევებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკუთრ კანდიდატურებს, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად ხსნიან.