ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა დაასრულა მუშაობა ახალ ფილმზე, რომელსაც მაყურებელი უკვე სექტემბერში იხილავს. როგორც წინა ფილმზე -“ გაღმა ნაპირზე“ - მუშაობის დროს, ახალი ფილმის ტიტრებისათვის გიორგი ოვაშვილი ამჯერადაც პრაღაში ჩამოვიდა, სადაც რადიო თავისუფლების შტაბ-ბინაში სასაუბროდ რეჟისორი კობა ლიკლიკაძემ მოიწვია.