აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო თანამდებობიდან დაეთხოვა საბჭოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ავთანდილ ბერიძე. მისი გადადგომის საკითხის ინიციატორი უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. პარტიის წარმომადგენელთა ერთ-ერთი არგუმენტით, ბერიძის რამდენიმე თვის წინანდელი განზრახვის გამო, ძვირად ღირებული ავტომობილი შეეძინა, მთელი რეგიონი გაილანძღა. კიდევ რა მიზეზით მოითხოვდა უმცირესობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას და რატომ ვერ მიიღო უმრავლესობის მხარდაჭერა?