26 თებერვალს რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. მან თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრა. 2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება. თათული თოდუა ამ ნორმის უკანონობაზე ამახვილებს ყურადღებას.