24 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა „ამნესტი ინტერნეშნლის“ 2012 წლის ანგარიშზე მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ნაწილის დეტალურად მიმოხილვისას ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ „ამნესტი ინტერნეშნლი“ განსაკუთრებით გამოყოფს საქართველოში გამოძიების არაეფექტიანობას.