რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. მან ილაპარაკა საქართველოს კონტროლის პალატის განცხადებაზე, რომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას - ”რესპუბლიკურ ინსტიტუტს” და ”ახალ თაობა - ახალ ინიციატივას” - ანგარიშბრუნვის წარსადგენად 3 დღის ვადა განესაზღვრათ. თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს შეუქმნას პრობლემები საქართველოში.