სომხებმა ახტამარის ტაძარში ილოცეს

Your browser doesn’t support HTML5

პირველად თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე, სომხებს საშუალება მიეცათ, ელოცათ ახტამარის ტაძარში, რომელიც აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ტბის ერთ კუნძულზე მდებარეობს. თურქეთში ეს მოვლენა სომეხი უმცირესობის მიმართ შემწყნარებლობის ნიშნად აღიქვეს, მაგრამ ბევრმა სომეხმა წირვაში მონაწილეობა არ ისურვა, რადგან თურქებმა უარი თქვეს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღემართათ.