„შეკითხვაზე, იცით, რომ ქვეყანაში საპროტესტო განწყობილება იზრდება, მან ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიჩურჩულა, „კი“. და ის არ თამაშობდა“ - აი, ამას ჰყვება რუსი როკმომღერალი, იური შევჩუკი პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრის შესახებ. შევჩუკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ადამიანია, რომელიც ამ ქვეყნის მმართველებს თავის აზრს ან სიტყვით, ან სიმღერით პირდაპირ ეუბნება. „უხილავ ფარდაში“ გიამბობთ, რა უთხრა შევჩუკმა პუტინს და რა პასუხი მიიღო.