კახეთის რამდენიმე რაიონი კოკისპირულმა წვიმამ დააზარალა

კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა კახეთის რამდენიმე რაიონი კვლავ დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებას უკვე დიდი ხანია ითხოვს, - ჯერჯერობით უშედეგოდ. რეგიონის ხელისუფლება სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლას და პრევენციული ზომების მიღებას ადიდებული მდინარეების კალაპოტში დაბრუნების შემდეგ აპირებს.