დღეს ევროპის ორ ქალაქში - ბრიუსელსა და პრაღაში გაიმართა შეხვედრები გაზის კრიზისთან დაკავშირებით. ევროპას გუშინ შეუწყდა უკრაინის გავლით რუსეთიდან გაზის იმპორტი
და ეს მკაცრი ზამთრის - დაბალი ტემპერატურებისა და დიდთოვლობის ფონზე. უგაზოდ დარჩენილი ევროპული ქვეყნები გაბრაზებულები მოითხოვენ რუსეთისა და უკრაინისაგან უთანხმოების მოგვარებას.
მოსკოვში წუხელ გაიმართა რუსეთის მონოპოლისტ კომპანია “გაზპრომისა” და უკრაინის “ნაფტოჰაზის” დირექტორების, ალექსეი მილერისა და ოლეჰ დუბინას შეხვედრა - მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1 იანვარს გაზის მიწოდება შეუწყვიტა მეზობელს, რომლის ტერიტორიაზე გავლითაც ახორციელებს ევროპაში გაზის 80 პროცენტის ექსპორტს.
წუხანდელ შეხვედრაზე თითქმის არაფერი იყო ცნობილი გარდა იმისა, რომ მხარეებმა გარღვევას ვერ მიაღწიეს, ვიდრე დღეს უკრაინული კომპანიის დირექტორი გამოვიდოდა უკვე ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე: [დუბინას ხმა] “პირველი, რაზეც გუშინ მოსკოვში ვისაუბრეთ, იყო უკრანის მხარის თხოვნა - და არა წაყენებული პირობა, რომ დაუყოვნებლივ განახლდეს ევროპაში რუსეთიდან გაზის ტრანზიტი. უკრაინა ვალდებულია, თავის დასავლეთის საზღვრებამდე გაატაროს მთელი გაზი, რომელსაც იღებს. მაგრამ გაზის სატრანზიტო სისტემის სამოქმედოდ აუცილებელია გარკვეული მოცულობის გაზი კომპრესორებისა და მთელი აღჭურვილობისთვის. ამიტომ გვსურს, თქვენთვის გასაგები იყოს, რომ ევროპაში გაზის ტრანზიტის უზრუნველყოფა ნიშნავს იმასაც, რომ გამოვიყენებთ გარკვეულ “ტექნიკურ” გაზს ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად”, - განაცხადა უკრაინის კომპანია “ნაფტოჰაზის” დირექტორმა ოლეჰ დუბინამ ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. მანვე კომიტეტის წევრებს აუწყა გუშინ გამართული კიდევ ერთი საუბრის შესახებ: [დუბინას ხმა] “გუშინ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა. რაც შეეხება რუსეთის ბრალდებას უკრაინის მიერ გაზის მოპარვის შესახებ, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ “ნაფტოჰაზი” და “გაზპრომი” შექმნიან ერთობლივ კომისიას ასეთი შეკითხვებისა და ბრალდებებისთვის ბოლოს მოსაღებად”.
ბრიუსელში, სადაც ოლეჰ დუბინამ ეს განცხადებები გააკეთა, დღეს ჩავიდა “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერიც და ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში ექსპორტს განაახლებს მას შემდეგ, რაც მუშაობას შეუდგებიან დამოუკიდებელი მეთვალყურეები - ადგილზე დააკვირდებიან, სრულდება თუ არა რუსეთისა და უკრაინის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შესახებ ნაკისრი ვალდებულებები. “გაზპრომის” დირექტორმა როგორც დასძინა, მან ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს გადასცა მეთვალყურეების განთავსების ოქმი.
სანამ ბრიუსელში უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები მიმდინარეობდა, პრაღაში შეიკრიბნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაზთან დაკავშირებულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად. განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთმა გაავრცელა შეხვედრის შემდეგ, მკაცრად არის გაკრიტიკებული როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ქმედება, ნათქვამია, რომ არც ერთს და არც მეორეს გამოუჩენია “საკმარისი მონდომება პრობლემის მოსაგვარებლად”...
ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, შეასრულონ კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ განაახლონ ევროპის ბაზრის მომარაგება. პერსპექტივა უკვე რეალურია: დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელ მეთვალყურეებს ხვალ, პარასკევს მოელიან უკრაინაში. რაც შეეხება რუსეთს - მან, ჩეხეთის განცხადებით, უკრაინისაგან განსხვავებით, უარყო ევროკავშირის წინადადება მეთვალყურეების გაგზავნის თაობაზე...
ევროკავშირი რუსეთიდან იღებს გაზის 25 პროცენტს. ზოგ ქვეყანას საგანგებო ზომების მიღება უწევს კრიზისთან გასამკლავებლად: რამდენიმემ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ, მიმართა სარეზერვო მარაგს იმის იმედით, რომ კრიზისი დიდხანს არ გასტანს და გაზის იმპორტის გარეშე გაძლებს ამ ხნის მანძილზე. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი ბულგარეთი აღმოჩნდა, რომელიც მთლიანად რუსეთის გაზზეა დამოკიდებული: იქ საწარმოები და სკოლებიც კი დაიხურა, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად.