ევროკავშირს ემუქრება საფრთხე, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლი გახდება,
- ამ შეფასებას გამოთქვამს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასი, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევაზე დაკვირვების საფუძველზე დაასკვნის, რომ ევროკავშირს, უბრალოდ, არ აღმოაჩნდა სათანადო მექანიზმი საქართველოში კრიზისთან გასამკლავებლად.
8 აგვისტო - დღე, როცა რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ - გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა ისეთივე საკვანძო მნიშვნელობის მომენტი აღმოჩნდეს ევროპისთვის, როგორიც 11 სექტემბერია შეერთებული შტატებისთვის. ამ შედარების ასახსნელად, ჩვენი კოლეგა მოიშველიებს ცნობილი ისტორიკოსის, ტიმოთი გარტონ ეშის ვარაუდს, რომ 8 აგვისტო ამიერიდან გამოიწვევს “ლიბერალური მსოფლიო წესრიგის” ისტორიაში დღემდე უმძიმესი მომენტის ასოციაციას - ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ხომ უშუალოდ უკავშირდება ევროკავშირის აღზევებას. 8 აგვისტომ კი აჩვენა, რომ ევროკავშირი არც ისე ძლიერია: რეალისტური სტრატეგიაც კი ვერ შეიმუშავა მოსკოვის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.
[აჰტო ლობიაკასის ხმა] “მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ევროკავშირი 50 წლის წინ შეიქმნა საიმისოდ, რომ შეეწყვიტა, აღარ დაეშვა ომები ევროპაში. მან თავისი წევრი ქვეყნების სუვერენობის თვალსაზრისით მიაღწია ცენტრალიზაციას - მაგრამ ეს არ გაუკეთებია საგარეო პოლიტიკის სფეროში. და ახლა, როცა ევროკავშირი განსაკუთრებით რთული ამოცანების წინაშე დგას, ეს გარემოება ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა. ევროკავშირი პირველად აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში. 90-ანი წლების დასაწყისამდე შეერთებული შტატები იყო მისი უსაფრთხოების მთავარი გარანტი. მას შემდეგ კი ევროკავშირი შეერთებულ შტატებს დასცილდა და მარტო აღმოჩნდა, ვერ უმკლავდება ამოცანას, არ გააჩნია მექანიზმი, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტეტის რეალიზებისთვის და კიდევ უარესი: ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ არც კი აქვს მკაფიო, ერთიანი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, რადგან 27 წევრი სახელმწიფო ჰყავს და საგარეო პოლიტიკა არ არის სფერო, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება ცენტრალიზებულად ხდება”.
ევროკავშირის აქვს ერთიანი პოლიტიკა საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროებში, განაგრძობს აჰტო ლობიაკასი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა (საქართველოს გამო), ევროკავშირის ყველა უწყება, თუ ინსტიტუტი, რომელიც საგანგებოდ ჩამოყალიბდა საიმისოდ, რომ კრიზისის შემთხვევაში ემუშავა - უცებ გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
[აჰტო ლობიაკასის ხმა] “ჯერ მოხდა ის, რომ სარკოზი მოსკოვში წავიდა ისე, რომ ხავიერ სოლანაც კი არ წაიყვანა. ევროკომისარს საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს შვებულებაც კი არ შეუწყვეტია, ბრუსელში სექტემბრის დასაწყისამდე არ გამოჩენილა. ამ, თითქოს მუდმივმოქმედი სტრუქტურებიდან, არც ერთმა არ ივარგა. ისეთი გრძნობა შეიქმნა, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდა."
ამ კრიტიკის მიუხედავად, ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი მიუთითებს ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირის წარმატებად ითვლება: ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტს შუამავლობას თბილისსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის შესაწყვეტად. თუმცა ეს წარმატებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: რუსეთმა, მას შემდეგ, რაც ის (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად) დაიყოლიეს კონფლიქტის დაწყებამდე პოზიციებთან დახევაზე, დაიწყო სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე ზრუნვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენმა კოლეგამ იცის, რა ვარაუდებს გამოთქვამენ ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური პირები: რომ რუსეთი სეპარატისტული რეგიონების საზღვრებს გარეთ განთავსებულ საგუშაგოებს იყენებს სავაჭროდ, თვით სეპარატისტულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად.
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხში რუსეთის მოქმედებას სახიფათო პრეცედენტად აღიქვამენ რუსეთის სხვა მეზობლები, მათ შორის ევროკავშირის წევრები. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეშფოთებას გამოთქვამენ ფინეთშიც კი. პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა საფრანგეთის გაზეთ მონდთან 11 სექტემბრის ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ არ გამორიცხავს “შეიარაღებულ კონფლიქტს რეგიონში”.
ჩვენი კოლეგის შეფასებით, ძნელი წარმოსადგენია, ვითარება ჟენევაშ 15ი ოქტომბრის მოლაპარაკებამ განმუხტოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს მოლაპარაკებაში საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობას, რაზეც ევროკავშირი უარს ამბობს.