აშშ-ში დასრულდა ორი დემოკრატი სენატორის დაძაბული ბრძოლა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის.
ჰილარი კლინტონი უკან იხევს და შაბათს აპირებს გამოსვლას საჯარო განცხადებით, რომელშიც მხარს დაუჭერს თავის გამარჯვებულ მეტოქეს, ბარაკ ობამას.
ამ მომენტს რახანია მოელიან... ბოლო კვირების მანძილზე, რაც უფრო ფართო მხარდაჭერას იღებდა ბარაკ ობამა, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ კლინტონს, ადრე თუ გვიან, მოუწევდა განზე გადგომა. კლინტონმა ბოლო მომენტამდე, ბოლო შტატის პრაიმერამდე არ დათმო პოზიცია. მაგრამ როცა ობამამ, სწორედ ბოლო პრაიმერის წყალობით, გაინაღდა 2118 დელეგატის მხარდაჭერა, რაც საკმარისია პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის, მის მეტოქეს სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
ხუთშაბათს დილას გავრცელებულ მიმართვაში ჰილარი კლინტონი იუწყება, რომ შაბათს საჯარო გამოსვლის დროს გამოხატავს თავის მადლიერებას მხარდამჭერების მიმართ და თავის მხრივ მხარდაჭერას გამოუცხადებს ობამას.
ეს ნაბიჯი იოლი ნამდვილად არ იქნება კლინტონისთვის. მას - ყოფილ პირველ ლედის, გავლენიან სენატორს - ფავორიტად აღიარებდნენ, იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლაში. პირველი მარცხი მან აიაოვას შტატში განიცადა, მაგრამ შემდეგ შტატში, ნიუ ჰემპშირში, უკვე აჯობა ობამას. წარმატებისა და მარცხის ასეთი დრამატული მონაცვლეობით გაგრძელდა კიდეც შიდაპარტიული საარჩევნო პროცესი - ოღონდ, თანდათან ძალას იკრებდა ობამას ფენომენი...
ქარიზმატული სენატორის ყოველი გამოსვლა ფართო აუდიტორიას იზიდავდა. ნამდვილი ენთუზიაზმით არის მოცული ყველა, ვინც ირწმუნა ობამას დაპირება, რომ ცვლილებას მოუტანს შეერთებულ შტატებს. [ობამას ხმა] “თუ მხარში ამომიდგებით ხვალ, თუ ხმას მომცემთ ხვალ, გპირდებით - არა მარტო გავიმარჯვებთ ნომინაციისთვის ბრძოლაში, არა მარტო გავიმარჯვებთ არჩევნებში! მე და თქვენ - ერთად - ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანას! ჩვენ შევცვლით მსოფლიოს!”
მხარდამჭერების რიცხვთან ერთად, მატება დაიწყო ობამას დაფინანსებამ, კლინტონისაგან განსხვავებით. და დაპირისპირებამ უსიამოვნო სახე მიიღო.
კლინტონმა ჯერ ორატორული უნარი გაუკრიტიკა ობამას, ის პლაგიატობაში დაადანაშაულა, შემდეგ გამოუცდელობა დაუწუნა - სერიოზული კრიზისის შემთხვევაში, სახელმწიფოს გაძღოლასთან გამკლავება გაუჭირდებაო. მაგრამ როცა საკუთარი გამოცდილების ხაზგასმა განიზრახა, მძიმე შეცდომა დაუშვა: მოიტყუა ბოსნიაში 1996 წლის ვიზიტის გახსენებისას - მაშინ აშშ-ის პირველი ლედის რანგში.
[კლინტონის ხმა] “მახსოვს, როგორ დავეშვით სნაიპერების ცეცხლში. აეროპორტში რაღაც მისასალმებელი ცერემონია უნდა გამართულიყო, მაგრამ ამის მაგივრად თავდახრილები გავრბოდით მანქანებისაკენ, ჩვენს ბაზაზე მისაღწევად”.
მაგრამ ასეთი რამ სინამდვილეში არ მომხდარა! აშშ-ის პირველ ლედის მოკრძალებული, მაგრამ მშვიდობიანი ცერემონიით დახვდნენ აეროპორტში, რაც ვიდეოფირზეც არის აღბეჭდილი. და კლინტონს მოუწია აღიარება, რომ იცრუა... [კლინტონის ხმა] “შეცდომა დავუშვი... იცით, მე სხვანაირად მახსოვდა, ჩემმა გუნდმა და სხვებმა კი, იცით, სცადეს ვითარების გარკვევა... ასე რომ, ჩემი შეცდომა იყო. ასეთი რამ ხდება ხოლმე. ადასტურებს, რომ ადამიანი ვარ, რაც ზოგისთვის, იცით, დიდი აღმოჩენაა”.
შიდაპარტიული დაპირისპირება არც ობამას გაუვლია წაუბორძიკებლად. განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა მისი სულიერი მოძღვრის, პასტორ რაითის გამოსვლა, რომელშიც მან თეთრკანიანი ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ობამამ გაწყვიტა მასთან კავშირი, მრავალწლიანი ახლობლობის მიუხედავად.
რასობრივი საკითხი ჰილარი კლინტონმაც წამოჭრა და ამის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ კიდევ უფრო მწვავე იყო კრიტიკული გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა კლინტონის პასუხს ჟურნალისტების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეკითხვაზე, რატომ არ იყო უკვე გამოთიშული ბრძოლას კანდიდატად ნომინაციისთვის. ჰილარი კლინტონმა გაიხსენა 1968 წლის ივნისი, პრეზიდენტობის მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, რობერტ კენედის მკვლელობა, რითაც ფაქტობრივად მიანიშნა: შესაძლოა იგივე ბედი ეწიოს ობამასო...
[კლინტონის ხმა] “ჩემმა მეუღლემ 1992 წელს ნომინაცია ვერ მოიპოვა კალიფორნიის პრაიმერში გამარჯვებამდე, სადღაც ივნისის შუა რიცხვებში. ყველას გვახსოვს, რომ ბობი კენედი ივნისში იქნა მოკლული, კალიფორნიაში. მე მიჭირს ამის გაგება.”
ეს განცხადება ძვირად დაუჯდა კლინტონს - შესაძლოა წერტილიც კი დაუსვა პრეზიდენტობის კანდიდატად მისი ნომინირების შანსს.
მოკლედ, ჰილარი კლინტონი მძიმე, ზოგჯერ უსიამოვნო ბრძოლაში დამარცხდა. მწარე მარცხია. მაგრამ პოლიტიკაში მეტოქეები, არც თუ იშვიათად, უცებ მოკავშირეებად მოგვევლინებიან ხოლმე. ასეთი მოკავშირეები შესაძლოა, შაბათს ვიხილოთ ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ბამას სახით.