ლიტვამ უარი თქვა ვეტოზე,
რომლითაც აფერხებდა ევროკავშირის რუსეთთან პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. ლიტვის პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვის, რადან ვილნიუსი თავისი ვეტოს ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდა რუსეთის პოლიტიკას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით. ნიშნავს თუ არა ვეტოზე უარის თქმა ლიტვის უკან დახევას, თუნდაც საქართველოსადმი მხარდაჭერის შესუსტებას? როგორც ლიტვაში ირწმუნებიან, არა.
მეტიც: ლიტვა ირწმუნება, რომ დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია. რას ეფუძნება ეს შეფასება, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტა ლიტვის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ვიოლეტა გაიზაუსკაიტემ:
[გაიზაუსკაიტეს ხმა] “ჩვენ დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ. ევროკომისია დათანხმდა რუსეთთან მოლაპარაკებაში ყველა იმ საკითხის ჩართვას, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ახლა, ალბათ, ფორმულირება უნდა დაიხვეწოს, რადგან, როგორც იცით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მოიწონონ ის, რაც ჩვენ შევათანხმეთ. მაგრამ მთავარია ის, რომ ევროკავშირისთვის გასაგები გახდა ჩვენი მოთხოვნები და ჩვენი მიზნები და ევროკავშირმა ანგარიში გაუწია ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებს”.
ლიტვის საგარეო უწყების პრეს-მდივნის ამ განცხადებასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ვილნიუსთან ვეტოს საკითხზე შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა კვირას, როცა ვილნიუსში შესაბამისი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის - პოლონეთის, შვეციის, სლოვენიის და თვით ლიტვის - საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მომდევნო დღეს ისინი თბილისს ეწვიენ. მაგრამ თბილისში ვიზიტზე ამ დღეებში უკვე ბევრი ითქვა, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეტრას ვაიტიეკუნასმა, ვეტოზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ქებით მოიხსენია ერთსულოვნება ევროკავშირის რიგებში. [ვაიტიეკუნასის ხმა] “დღეს უნდა ვაღიარო, რომ ევროპა ერთიანია. ევროპა ერთიანია უშიშროების, იუსტიციისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. პრინციპში, ანგარიშს უწევენ ლიტვის მოთხოვნების უმრავლესობას. ლიტვის ყველა ინტერესი გათვალისწინებულია წერილობითი ფორმით”.
ამ ინტერესების დასაცავად ლიტვა მიმდინარე თვეში დაიმუქრა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებდა პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკების წინააღმდეგ. ახლა უფრო დაწვრილებით ლიტვის ინტერესებზე6
უწინარეს ყოვლისა, საქმე ეხება უსაფრთხოებას ენერგეტიკის სფეროში. ლიტვა უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, მოითხოვს ნავთობგადადმამუშავებელ საწარმო მაზეიკიუსთვის რუსეთიდან ნავთობის მიწოდების განახლებას. ამ სფეროში ის პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის შემდეგი განცხადებითაც ჩანს: [შიკორსკის ხმა] “მივაღწიეთ შეთანხმებას იმ მანდატის ფორუმლირებასა და შესწორებაზე, რომელიც ანგარიშს უწევს ლიტვისა და პოლონეთის ინტერესებს ენერგეტიკის სფეროში”.
ლიტვა მოითხოვს ასევე დეკლარაციის მიღებას სამართლის სფეროში ევროკავშირ-რუსეთის თანამშრომლობაზე და აი, რატომ. ვილნიუსი დახმარებას მოელის მოსკოვისაგან იმის დასადგენად, თუ ვინ გააგზავნა საბჭოთა ჯარსიკაცები 1991 წელს ლიტვაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმავე 1991 წელს უკვე დამოუკიდებელი ლიტვის 7 შეუიარაღებელი პოლიციელისა და მებაჟის დახოცვისთვის.
დაბოლოს, ლიტვის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს ეხება: ეს არის მოთხოვნა მოსკოვისადმი, მოაგვაროს ე.წ. გაყინული კონფლიქტები მოლდავეთსა და საქართველოში - რადგან ეს კონფლიქტები, ვილნიუსის რწმენით, კავშირშია ლიტვის უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, ზოგადად, ევროკავშირის უსაფრთხოებასთან.
ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეტრას ვაიტიეკუნასმა რუსეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკების პირობადაც კი მოიხსენია პროგრესი “გაყინული კონფლიქტების” მოგვარების მიმართულებით.
ყველა ამ საკითხზე, რუსეთთან პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე, იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მორიგ სხდომაზე. ის საქართველოსთვის მნიშვნელოვან თარიღს, 26 მაისს ემთხვევა.