ერთ წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გახდა - ყოფილი პრეზიდენტის, 2004 წელს მოკლული ახმად კადიროვის ვაჟიშვილი.
მას შემდეგ მან ბევრ ზომას მიმართა ძალაუფლების განსამტკიცებლად. კადიროვს პიროვნების კულტის შექმნის მცდელობაშიც ადანაშაულებენ. მაგრამ ბოლოხანს სულ უფრო ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ მისი პოზიციები დასუსტდა...
გასულ კვირაში ჩეჩნეთში ერთი საყურადღებო ინციდენტი მოხდა: პრეზიდენტ კადიროვის მებრძოლები - ცნობილი “კადიროვცები” - გაეხვიენ შეტაკებაში ე.წ. “ვოსტოკის ბატალიონის” წევრებთან, რომელთაც სულიმ იამადაევი სარდლობს. შეტაკების მიზეზი, როგორც იუწყებიან, იყო ის, რომ “ვოსტოკმა” გზა არ დაუთმო კადიროვის კორტეჟს.
თუმცა მიზეზი მეტია: იამადაევის სახით პრეზიდენტ კადიროვს ჩეჩნეთში ძლიერი მეტოქე ჰყავს - კადიროვიც და იამადაევიც, თავის დროზე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მოგვიანებით ორივემ - ერთგულება აღუთქვა ვლადიმირ პუტინს. მაგრამ თუ ერთი პრეზიდენტი გახდა, მეორე, “ვოსტოკის ბატალიონის” სარდალი, ამ პრეზიდენტს კი არ ექვემდებარება, არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ანუ პირდაპირ მოსკოვს.
[მალაშენკოს ხმა] “რამზან კადიროვი ამიტომ რეაგირებს მასზე ასე მტკივნეულად, ამიტომ ამბობს, რომ "ვოსტოკის" ბატლიონში ყველა ბოროტმოქმედია - რაც შეიძლება მალე უნდა მათი თავიდან მოცილება, მაგრამ არ გამოსდის და არც გამოუვა. "ვოსტოკის" ბატალიონი - ეს არის შეიარაღებული ხალხი, ბრძოლისუნარიანობის მეტად მაღალი ხარისხით, უაღრესად მაღალი ხარისხით. პროფესიონალები არიან. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ უბრალოდ გაყრიან და კადიროვს ჩააბარებენ - ასე არ არის. ისინი მუდამ დარჩებიან რუსეთის რეზერვად.” ამ შეფასებას გამოთქვამს კავკასიის საკითხთა ექსპერტი მოსკოვის კარნეგის ცენტრში, ალექსეი მალაშენკო. მისივე თქმით, გასული კვირის ინციდენტი ცხადჰყოფს, რომ ორ კლანს შორის მიმდინარეობს მწვავე ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
ხსენებული ინციდენტი იმით დამთავრდა, რომ “ვოსტოკის” მებრძოლებმა ბოლოს გზა მაინც დაუთმეს კადიროვის კორტეჟს. მაგრამ მანამდე ხომ ურთიერთსროლა იყო! მსხვერპლის შესახებ კი განსხვავებული ცნობები ვრცელდება. ჩეჩენი ოფიციალური პირის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაშინ როცა საინფორმაციო სააგენტო “რეიტერი” იუწყება, სულ ცოტა, 18 დაღუპულის, მათ შორის სამოქალაქო პირების შესახებ.
ასეა თუ ისე, კადიროვმა სასწრაფოდ დაავალა პოლიციას და თავის მებრძოლებს “ვოსტოკის” შტაბბინის გაჩხრეკა. შტაბბინა გუდერმესში მდებარეობს, ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც სულიმ იამადაევის კლანის მთავარი დასაყრდენია.
მხარეები ერთმანეთს ბრალდებას ბრალდებაზე უყენებენ: კადიროვი მკვლელობებსა და გატაცებებში ადანაშაულებს იამადაევსა და მის ძმას, იამადაევი კი ირწმუნება, რომ კადიროვის მებრძოლები იტაცებენ ხალხს და თან რუსეთთან მორიგი ომისთვის ემზადებიან. ომისთვის მზადების ბრალდება იამადაევმა საჯაროდ გამოთქვა, რადიო “ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში.
ეს საჯაროობა კი ფრიად უსიამოვნო უნდა იყოს კრემლისთვის, თან მაშინ, როცა პრეზიდენტის პოსტს ეთხოვება პუტინი, რომლის მმართველობის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად ჩეჩნეთის სტაბილიზაციას ასახელებენ. სწორედ პუტინთან ახლო კონტაქტების გამო შესაძლოა, რომ კადიროვის ავტორიტეტის შესუსტებამ გავლენა იქონიოს კრემლის ავტორიტეტზე მთელს რეგიონში - უარყოფითი გავლენა.
თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ კრემელი დაინტერესებულია კადიროვსა და იამადაევს შორის დაძაბულობის გამწვავებით. აი, რა შეფასებას გამოთქვამს რუსლან მარტაგოვი, ჩეჩნეთში 90-იან წლებში მოქმედი პრო-მოსკოვური მთავრობის ყოფილი პრესმდივანი: [მარტაგოვის ხმა] “ვერ გამიგია ამჟამინდელი ხელისუფლების ლოგიკა. ერთი ექვემდებარება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეორე - თავდაცვის სამინისტროს. ვინ გიშლის ხელს, ბოლოს და ბოლოს, ორივე გამოიძახო და უთხრა: შენ შენი შენაერთები იქ წაიყვანე, შენ კი შენი შენაერთები - აქ? ამისთვის ზუსტად 20 წუთი გეძლევათო. ან აქ არ უნდათ ამის გაკეთება, ან კიდევ იქაურ ვითარებას საერთოდ ვერ აკონტროლებენ.”
კონტროლს რაც შეეხება, რუსეთში ბევრი შიშობს, რომ მოსკოვი ზედმეტად მიენდო რამზან კადიროვს, რომ მას დღეს იმდენად ძლიერი პოზიცია აქვს, რომ მთელს რეგიონს მორიგი ქაოსი მოელის, თუ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ზურგი შეაქცია მოსკოვს, ან თუ ის სიცოცხლეს გამოასალმეს - მამამისივით.
[მალაშენკოს ხმა] “ყოველთვის სახიფათოა მხოლოდ ერთი კაცის იმედად ყოფნა გაკეთება. ეს ძალიან სახიფათოა! მას ბევრი მტერი ჰყავს - რუსეთშიც და თვით ჩეჩნეთშიც. საერთოდ, ავანტიურისტი ახალგაზრდაა, ხშირად სეირნობს მარტო თავისი ავტომანქანით - ასეთი ფატალისტია. ვფიქრობ, ზუსტად 50თ პროცენტიანი შანსი აქვს, რომ 40ც წელს მიაღწევს.”
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ამჟამად 31 წლისაა.