ინფორმაციით, რომელიც ბოლო ხანს გავრცელდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი ინიციატივისა და მასზე რეაქციის შესახებ, ფაქტობრივად, გამეორდა ის, რაც ადრეც არაერთხელ მოგვისმენია:
თბილისი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას ჰპირდება ფართო უფლებებს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში, რაზეც დე-ფაქტო მთავრობის კატეგორიულ უარს იღებს. ისევ თავიდან იწყება ინიციატივების შემუშავება, თუ მოლაპარაკებები.
რამდენად პერსპექტიულია საქართველოს ხელისუფლების ხედვა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ? ამ საკითხს ეძღვნება სიუჟეტი, რომელიც სალომე ასათიანმა მოამზადა.
ბოლო სამშვიდობო ინიციატივა 28 მარტს გამოითქვა, ბუქარესტში ნატოს სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამგზავრებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და პრეზიდენტი სააკაშვილი, შესაძლოა, იმედოვნებდა, რომ სოხუმთან ბოლო მომენტში შეთანხმება შანსებს გააუმჯობესებდა.
ახალი ინიციატივა მიჩნეულია 2006 წელს შეთავაზებული წინადადების მოდიფიკაციად - ამასთან, აქცენტი ეკონომიკაზე კეთდება. გათვალისწინებულია აგრეთვე აფხაზების წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ვეტოს უფლება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
მაგრამ ინიციატივა ისევ ამაო გამოდგა. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გეგმას “მიუღებელი” უწოდა - ცარიელი პროპაგანდა, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: თავის მოწონებას ნატოს სამიტზე.
ამ რეაქციამდე ერთი თვით ადრე ბაღაფშმა ჩვენს რადიოსთან (ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან) ინტერვიუში გამორიცხა აფხაზეთის დათანხმება ავტონიმიის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში. მიზეზის ასახსნელად მან 16 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა:
[ბაღაფშის ხმა] “მოვიდნენ ჩვენთან, სახლში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რათა დავეხოცეთ და გავენადგურებინეთ. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ნახოთ 92 წლის ომის პერიოდის ჩანაწერები, სადაც თავდაცვის მინისტრი ყარყარაშვილი აცხადებს, რომ 100 000 ქართველს გასწირავს 92 ათასი აფხაზის გასანადგურებლად. ჩვენთვის ეს მრავლისმეტყველია და დამოუკიდებლობის მოპოვებას რაიმე ახირების გამო კი არ ვესწრაფვით, არამედ გვსურს თავი გადავირჩინოთ, როგორც ეთნოსმა და როგორც ერმა”.
როცა ქართული მხარე სრულიად განსხვავებულად აფასებს 16 წლის წინანდელ მოვლენებს, მიუთითებს უწინარეს ყოვლისა აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოდევნილ ეთნიკურ ქართველებზე, ცხადია, რომ ორი მხარე მარტო ვერ შეძლებს კონფლიქტის მოგვარებას. გაერო, რომელმაც ამ დღეებში დაუჭირა მხარი საქართველოში თავის მეთვალყურეთა მისიის გაგრძელებას, რეგიონში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩანს რუსეთის როლი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერაში გამოიხატება. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო უწყებამ 16 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. თბილისის რეაქცია მკვეთრი და ცალსახად უარყოფითია.
მაგრამ საქართველოში კრიტიკოსები ჰყავს არა მარტო რუსეთის, არამედ თვით საქართველოს ხელისუფლებასაც - მილიტარისტული შეფერილობის განცხადებების გამო, რადგან ისინი ძირს უთხრის თბილისის სამშვიდობო ინიციატივების დამაჯერებლობას.
პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის შეფასებით: [გეგეშიძის ხმა] “მილიტარისტული რიტორიკა და პარალელურად ეს ინიციატივები, რაღაცნაირად, დროში და სივრცეში ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს სძენდა არადამაჯერებლობას იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებსაც საქართველო წამოაყენებდა ხოლმე. და ეს აბნევდა არა მარტო კონფლიქტის მეორე მხარეს, ან ვთქვათ, რუსეთს, არამედ, სხვათა შორის, ჩვენს პარტნიორებსაც და კეთილისმსურველებსაც დასავლეთში”.
ასეთი, დამაბნეველი განცხადების კარგ მაგალითად გამოდგება, ალბათ, სიტყვები, რომლებიც 2006 წელს წარმოთქვა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა: “მომავალ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო”. საყურადღებოა, რომ ეს განცხადება სულ რამდენიმე თვეში გაკეთდა მას მერე, რაც ქართულმა მხარემ აფხაზებს სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა.
წელს თებერვალში კი პრეზიდენტი სააკაშვილი დაიმუქრა აფხაზეთში პოლიციის გაგზავნით, თუ სეპარატისტები დაუყოვნებლივ არ გაანთავისუფლებდნენ დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს.
განცხადებებთან ერთად, დამაბნეველ ფაქტორად ითვლება მკვეთრად გაზრდილი ხარჯები საქართველოს სამხედრო სფეროსთვის. სამხედრო პოტენციალზე ზრუნვას თბილისი ამართლებს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამხედრო ხარჯები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯნშიც მკვეთრად იზრდება. მაგრამ სეპარატისტული რეგიონები და მოსკოვი სამხედრო სფეროსადმი ასეთ ყურადღებაში ხედავენ საფრთხეს, რომ თბილისი ძალის გამოყენებით შეეცდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას.
არადა, საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. აი, რა განმარტებას იძლევა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი: [იაკობაშვილის ხმა] “ის, რომ სამხედრო კომპონენტი ქვეყანაში გაიზარდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ომს. მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, თუ ხელში გიჭირავს მარტო კანფეტი და არ გიჭირავს მათრახი, ხომ? აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ სერიოზულად მიგიღონ და დაგელაპარაკონ, ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს არ ნიშნავს, რომ მერე მათრახს მოიქნევ”.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ხელისულების სათავეში მოსვლისთანავე, 2004 წლის დასაწყისში, თავის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგნა. მაგრამ მიზნის ასე ფორმულირება ყველას არ მოსწონს - მათ შორის არც არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზ-ინფოს” თავმჯდომარე ირაკლი ტაბლიაშვილს. მისი ჯგუფი ხელს უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმართულ საინფორმაციო პროექტებს.
[ტაბლიაშვილის ხმა] “ჩვენ უნდა მნიშვნელოვნად განვასხვავოთ კონფლიქტის დარეგულირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაგან, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია კიდევ ქართული საჯარისო ფორმირებების მიერ, მაგრამ დევნილების დაბრუნება და კონფლიქტი ქართულ ეთნოსსა და აფხაზურ ეთნოსს შორის, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება”.
პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის შეფასებით კი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევა ნაყოფს ვერ გამოიღებს, სანამ გვერდზე არ გადაიდება საბოლოო სტატუსის საკითხი.
[გეგეშიძის ხმა] “უნდა მოვხსნათ ეს თემა, გადავდოთ სამომავლოდ და დავიწყოთ ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც ჯერ ნდობას გააჩენს ჩვენს შორის, რაღაც ინტერესს გააჩენს ჩვენს შორის. უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ უფრო უკეთესად შეგვიძლია მათი სიღრმისეული, ჭეშმარიტი პრობლემების გაგება და ამ პრობლემების მოგვარებისთვის მათზე ზრუნვა, ვიდრე ვინმეს სხვას ამ დედამიწის ზურგზე და პირველ რიგში, ვიდრე რუსეთს. იმიტომ, რომ რუსეთთან მათი სიახლოვე მხოლოდ გულისხმობს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ასიმილაციას და აკულტურაციას.”