სომხეთი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებს ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა,
19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა კიდევ უფრო გართულდა. ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა კვლავინდებურად დაკავებულია, საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმოცარული კანდიდატი ლევონ ტერ-პეტროსიანი პირობას დებს, რომ ოპოზიცია უკან არ დაიხევს.
[ტერ-პეტროსიანის ხმა] “უკან არ დავიხევთ. კანონის ფარგლებში, კონსტიტუციითა და კანონებით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ჩარჩოებში, ბოლომდე ვიბრძოლებთ”. ეს სიტყვები ლევონ ტერ-პეტროსიანმა, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, წარმოთქვა შინ, უცხოელი ჟურნალისტების წინაშე.
ტერ-პეტროსიანის სახლის გარშემო პოლიციელები დგანან, მას არ აძლევენ გარეთ გასვლის საშუალებას, რის გამოც ტერ-პეტროსიანმა შინ გამართა პრეს-კონფერენცია. [ტერ-პეტროსიანის ხმა] “მათ ვთხოვე, ეს ოფიციალურად გააფორმონ - მითხრეს “არაო. ბრძანება გვაქვს მიღებული, გარეთ არ გაგიშვათო” და მორჩა. 20 დღე ხომ ჩაივლის? რამდენი ხანი გააგრძელებენ ამ, საგანგებო მდგომარეობას?”
საგანგებო მდგომარობა შაბათს, 1 მარტს გამოცხადდა - იმ დღეს, როცა ერევნის ცენტრში, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებსა და პოლიცელებს შორის დაპირისპირებამ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უფრო ზუსტად, 8 დაღუპულზე - მათ შორის ერთ პოლიციელზე - ოფიციალური მხარე ლაპარაკობს. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ დაღუპულია ათობით სამოქალაქო პირი. დაშავებულების რიცხვი, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 130-ს აღემატება.
ჩვენ რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურის ჟურნალისტ ჰეღინე ბუნიათიანს ვკითხეთ, რატომ, როგორ მივიდა საქმე ძალადობრივ დაპირისპირებამდე ათი დღე მშვიდობიანი დემონსტრაციების შემდეგ. [ჰეღინე ბუნიათიანის ხმა] “გაზაფხულის პირველ დღეს, დილაუთენია - დილის 6 საათისთვის - მივიღეთ პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ომონელებმა” დაიწყეს დემონსტრანტების დარბევა. სხვადასხვა ვერსია არსებობს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ომონელები მოვიდნენ და მაშინვე დაიწყეს ხალხის ცემა და მათი დაშლა. მსხვერპლი არ ყოფილა. პრეზიდენტმა ქოჩარიანმა და თვით პოლიციამაც მოგვიანებით განაცხადეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოედანზე შეკრებილ ოპოზიციონერებს ბევრი იარაღი ჰქონდათ და პროვოკაციებს გეგმავდნენ.”
რომელი ვერსიაა სწორი - ოპოზიციისა თუ ხელისუფლების, ამის დადგენა ახლა ძალიან ძნელია. იმ მომენტში კი, როგორც ჩვენმა კოლეგამ ჰეღინე ბუნიათიანმა მითხრა, ჩვენი ერევნელი კორესპონდენტები ადგილზე არ იყვნენ, რასაც თავისი მიზეზი აქვს. წინა დღეს, 29 თებერვალს პრეზიდენტმა ქოჩარიანმა, უნივერსიტეტში გამოსვლისას, კრიზისის მოგვარების რამდენიმე ვარიანტზე ისაუბრა. არც ერთ მათგანში არ უხსენებია დემონსტრაციის დაშლის გეგმა. შედეგად, სომხეთში დაასკვნეს, რომ მთავრობა კიდევ (გარკვეული ხანი მაინც) შეეგუებოდა დემონსტრაციების გაგრძელებას.
მაგრამ ასე არ მოხდა: 1 მარტის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. მანამდე დემონსტრანტებმა - დილას დარბეული საპროტესტო აქციის შემდეგ - ლიდერების გარეშე მიაშურეს სხვა ადგილს ერევნის ცენტრში: საფრანგეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას.
[ჰეღინე ბუნიათიანის ხმა] “ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა: სხვადასხვა შეფასებით 100 000-დან 200 000-მდე დემონსტრანტი, ზოგი 300 000-ზეც ლაპარაკობს. ეს ადამიანები იქ უბრალოდ იდგნენ, იყო შეძახილები “ლევონ, ლევონ”, იყო განცხადებები, რომ არსად არ წავლენ, სანამ მათ ლევონ ტერ-პეტროსიანი არ ეტყვის, რა გააკეთონ. ამასობაში, დემონსტრანტებთან მივიდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი და ამასობაში დემონსტრაციის მონაწილეების ხელში გაჩნდა “იარაღი” - ეს იყო ჯოხები და მსგავსი აღჭურვილობა. ისინი იცდიდნენ. ლევონ ტერ-პეტროსიანი უკვე შიდა პატიმრობაში იყო”.
საღამო ხანს დემონსტრაციაზე სროლა ატყდა. ვინ დაიწყო სროლა, ამის შესახებაც განსხვავებული ვერსიები ვრცელდება: პროკურატურა და პოლიცია ირწმუნებიან, რომ პირველებმა ბრბოდან ისროლეს, ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ სროლას შეუდგნენ პროვოკატორები, რომლებიც ხელისუფლების დავალებით შეერიენ დემონსტრანტებს. ჩემს კოლეგას ვკითხე, არის თუ არა ცნობილი დაღუპულების ვინაობა:
[ჰეღინე ბუნიათიანის ხმა] “ამჟამად ცნობილია 8 ადამიანის მხოლოდ სახელები. ვინ არიან ისინი, როგორ მიიღეს ჭრილობები ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღით, რა გარემოებებში დაიღუპნენ, რამდენი წლის არიან, სად ცხოვრობენ - არაფერია ცნობილი”.
აქვე უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება სომხეთიდან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჩვენს რადიოსთან საუბარში, ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეს-მდივანმა, არმან მუსინიანმა განაცხადა: [არმან მუსინიანის ხმა] “გვაქვს სამი მოთხოვნა: გაუქმდეს 19 თებერვლის არჩევნები, დაისაჯონ ისინი, ვინც გააყალბა არჩევნები და განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი”.
ოპოზიცია მოითხოვს ასევე, დაუყოვნებლივ გაუმქდეს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მიზანიც, ტერ-პეტროსიანის რწმენით, არის ხელისუფლების წინააღმდეგ საჯაროდ, ერევნის მოედნებზე პროტესტის გამოთქმის უნარის პარალიზება. საქმე ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს საჯარო თავშეყრის აკრძალვას; გარდა ამისა, საინფორმაციო საშუალებებს ავალებს, მარტო ოფიციალური ნიფორმაციის გამოყენებას სამხეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გაშუქების დროს; შეზღუდულია მოქალაქეების გადაადგილება; ძალოვან სტრუქტურებს ეძლევათ ავტომანქანების ჩხრეკის უფლება.
სომხეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, სეირან ოგანიანმა ოპოზიცია გააფრთხილა, დაემორჩილონ დემონსტრაციების აკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიარაღებული ძალები - ოგანიანის სიტყვებით - “შესაბამის ზომებს მიმართავენ”. ჩვენი რადიოს სომსხური რედაქციის ინფორმაციით, გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრება.
აშშ-მა ყველა მხარეს მოუწოდა, “თავიდან აიცილონ მორიგი ძალადობა, იმოქმედონ კანონის სრულ შესაბამისობაში, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და განაახლონ პოლიტიკური დიალოგი”. განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმაც: მან სომხეთის მთარობას ოპოზიციასთან დიალოგისაკენ და ძალადობისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. “მაქსმიმალურ დავშეკავებაზეა” ლაპარაკი ეუთოს განცხადებაშიც. აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთომ შეაფასა, როგორც “მთლიანობაში სამართლიანი”. ამით მან ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ლევონ ტერ-პეტროსიანის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
სომხეთის მოვლენების მოვლენების კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ საქართველოში ნოემბერში მომხდარი ამბებიც გაიხსენა: [ბურჯანაძის ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ღმერთმაც და ყველა კონკრეტულმა ნაბიჯმაც, რომელიც საქართველოში გადაიდგა, გადაგვარჩინა მსგავსი უბედურებისაგან. ამ უბედურებამ ჩვენ კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა, რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა”.