აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას, დღეს ბაღდადში ჩაფრინდა
ერაყის ლიდერებთან შესახვედრად. ვიზიტი მოულოდნელია, რადგან მის შესახებ წინასწარ საჯაროდ არაფერი იყო ცნობილი.
კონდოლიზა რაისი ბაღდადში საუდის არაბეთიდან ჩაფრინდა - ქვეყნიდან, რომელში ვიზიტითაც პრეზიდენტი ბუში ამთავრებს ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს. ბაღდადში ჩაფრენისთანავე კონდოლიზა რაისმა მოლაპარაკება გამართა პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისთან, შეხვდა აგრეთვე საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჰოშიარ ზებარის.
აშშ-ის ეროვნული უშიშროსების საბჭოს პრეს-მდივან გორდონ ჯონდროუს განმარტებით, რაისის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პოლიტიკური შერიგების პროცესის ხელშეწყობა. მართლაც, კონდოლიზა რაისმა ერაყელ კოლეგა ზებარისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, აქცენტი შერიგების პროცესზე გააკეთა:
[რაისის ხმა] “მას შემდეგ, რაც აქ ერთი თვის წინ ვიყავი, ვხედავ თანმიმდევრულ პროგრესს პოლიტიკურ სარბიელზეც - ეს ეხება, პირველ რიგში, შერიგების პროცესს ერაყელებს შორის. ხედავ სულ უფრო მეტ მოქალაქეს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა ექსტრემისტების, ტერორისტების, უცხოელი მებრძოლების წინააღმდეგ”.
როცა ერაყში შერიგების პროცესზე საუბრობენ, საქმე ეხება სამ ჯგუფს - შიიტურ უმრვლესობას, სუნიტურ უმცირესობასა და ქურთებს შორის კონფლიქტური, ლამის სამოქალაქო ომის პირას მისული ურთიერთობის გაუმჯობესებას. ერაყის ცენტრალურ მთავრობას, რომელსაც შიიტი ნური ალ-მალიკი ხელმძღვანელობს, აშშ მოუწოდებს, ისარგებლოს ერაყში უსაფრთხოების თვალსაზრისთ გაუმჯობესებული ვითარებით (ეს კი, უწინარეს ყოვლისა, ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის გაზრდამ განაპირობა) და წინ წაწიოს შერიგების პოლიტიკური პროცესი. თუ ეს მალე არ მოხდა, შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ერაყში ისევ იმატებს სისხლიღვრა, რომელსაც ამ ქვეყანაში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან (2003 წლის გაზაფხულიდან) ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული.
[რაისის ხმა] “ერაყის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი ურთიერთობის აუცილებლობაზე. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი საერთო ინტერესები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი ერაყის, თავდაცვისუნარიანი ერაყის არსებობა”.
ეს სიტყვებიც კონდოლიზა რაისმა წარმოთქვა დღეს ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. რახან ერაყში პოლიტიკურ შერიგებაზე საუბრისას პირველ რიგში იგულისხმება მთავრობაში წამყვანი პოსტების მიცემა სუნიტური უმცირესობის წარმომადგენლებისთვისაც, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური შერიგების მხრივ გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია - შაბათს ერაყის პარლამენტი მიემხრო გადაწყვეტილებას, რომ ყოფილი დიქტატორის, სუნიტი სადამ ჰუსეინის პარტიის წევრებს მიეცეთ მთავრობაში დაბრუნების უფლება. თუმცა, აშშ კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო სიახლეს მოითხოვს, მათ შორის, შეიძლება ითქვას, საკვანძო მნიშვნელობის კანონს ერაყში ნავთობისა და გაზის მარაგის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის განაწილების შესახებ.