საფრანგეთში, კვლავინდებურად, მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს ახალი კანონი, რომლის შესაბამისად 26 წლამდე ასაკის ადამიანის სამუშაო ადგილი, გარკვეული პერიოდის მანძილზე, დაცული აღარ არის
და დამსაქმებელს, პრაქტიკულად ნებისმიერ მომენტში, მიზეზის განმარტების გარეშე შეუძლია დაითხოვოს დასაქმებული ახალგაზრდა. პრემიერ-მინისტრის შესაბამის ინიციატივას ახალგაზრდების ფართომასშტაბიანი და ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ამასობაში, საფრანგეთის წამყვანმა პროფკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი აუბას ახალგაზრდა დემონსტრანტებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდღიანი გაფიცვა მოაწყოს. ეს დღე - 28 მარტი - სულ უფრო ახლოვდება და საფრანგეთს პარალიზებით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს კი - პოსტის დაკაგრვით ემუქრება.
[დემონსტრაციის ხმაური]
პარიზის ქუჩებში რევოლუცია დაბრუნდა - ძალიან შორს არ წავალთ, მე-18 და მე-19 საუკუნეების ბობოქარ მოვლენებს არ გავიხსენებთ, გასულ საუკუნეს დავჯერდებით, მისი 60-ანი წლების მიწურულს, როცა ათასობით სტუდენტი აუმხედრდა მთავრობას.
მაგრამ 1968 წლის გამოსვლებისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი გამოსვლების მოთხოვნა რადიკალური ცვლილებები არ არის, მოთხოვნაა იმის შენარჩუნება, რაც უკვე მიღწეულია - შესაბამისად, უარყოფა ახალი კანონისა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპანმა წარმოადგინა. ხოლო წარმოადგინა შემდეგი მიზნით: საფრანგეთში შრომის ბაზარი უფრო მოქნილი რომ შეიქნას, უწინარეს ყოვლისა, შემცირდეს უმუშევრობა ახალგაზრდებში.
ფრანგი ეკონომისტი, ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი ჟილ სან-პოლი როგორც განმარტავს, საფრანგეთში სამუშაო ადგილები დაცვის მექანიზმის საიმედოობის მხრივ, მართლაც მთელს მსოფლიოში წამყვან სახელმწიფოებს მიეკუთვნება. მაგრამ არსებული მექანიზმი კარგია იმათთვის, ვისაც სამსახური უკვე აქვს, ხოლო ვისაც არა აქვს, მისთვის - შრომის ბაზარზე შეღწევა ძალიან ჭირს.
ფრანგი პროფესორი განაგრძობს: [სან-პოლის ხმა] “საფრანგეთში ფირმები თავს არიდებენ როგორც ახალგაზრდების, ისე დიდი ხნის უმუშევრების დასაქმებას, რადგან შრომის კანონი ფაქტობრივად გვეუბნება, რომ სამუშაო ადგილი ეკუთვნის დასაქმებულს. ძალიან ძნელია, თავიდან მოიცილო დასაქმებულები მაშინაც, როცა მათი სამუშაო ადგილი ეკონომიკურად წამგებიანი ხდება ან მაშინ, როცა ირკვევა, რომ ისინი ვეღარ ართმევენ თავს სამუშაოს”.
წლების მანძილზე უმუშევრობის მაჩვენებელი საფრანგეთში სტაბილური რჩება - დაახლოებით, 10 პროცენტს შეადგენს. მაგრამ აი, ახალგაზრდებს შორის ორჯერ უფრო მეტია - 20 პროცენტს აღწევს. ახალი კანონით, ახალგზარდა ფრანგი პირველი 2 წელი იმუშავებს “პირველი სამუშაო კონტრაქტის” ჩარჩოებში. ამ 2 წლის მანძილზე არ არის დაცული დამსაქმებლის მიერ დათხოვნის, თუნდაც უმიზეზოდ დათხოვნისაგან. 2 წლის თავზე კი იღებს იმავე დაცვას, რასაც, ზოგადად, აქამდე მოქმედი კანონები ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრი დე ვილპანი ირწმუნება, რომ ეს წესი გაუადვილებს კომპანიებს ხალხის დასაქმებას და დათხოვნას - ხოლო ეს თუ არ მოხდა და საფრანგეთში შრომის ბაზარი ისევე მოუქნელი დარჩა, როგორც აქამდე იყო, უმუშევრობა არ იკლებს და ახალგაზრდებს ძალიან გაუჭირდებათ სამუშაოს შოვნა.
ასეა თუ ისე, ახალგაზრდებს, უწინარეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრის ამ წინადადებასთან შეგუება უჭირთ. მართლაც, არ უნდა იყოს ადვილი გამოთხოვება სოციალურ შეღავათებთან, რომელთაც რამდენიმე თაობამ მიაღწია: მათ შორის 60-ანელების თაობამ პარიზის ქუჩების ბობოქარი გამოსვლებით.