რუსეთი, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვე ურყოფითად აფასებდა მოთხოვნას, ირანის ბირთვულ პროგრამაზე გაეროს უშიშროების საბჭოში მსჯელობის შესახებ, ახლა, როგორც ჩანს, ამ დამოკიდებულებას ცვლის.
თუმცა, კვლავინდებურად არ არის ცხადი, რა ზომებს შეიძლება მიემხროს რუსეთი ირანთან მიმართებაში.
რუსეთის პოზიციის შეცვლაზე ყველაზე აშკარად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება მეტყველებს, როცა მან ირანის ბირთვული პროგრამის შეფასებისას დასავლეთთან სიახლოვეზე ილაპარაკა.
ამ შინაარსის განცხადება ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თუმცა, იმავდრულად პუტინმა აღნიშნა, რომ ხედავს კრიზისის დიპლომატიის მეშვეობით მოგვარების პერსპექტივას.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] “ჩვენ ირანელ პარტნიორებს შევთავაზეთ ურანის გასამდიდრებლად ერთობლივი საწარმოს შექმნა რუსეთის ტერიტორიაზე. ამ საკითხზე ირანელი პარტნიორებისაგან სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ, ერთი ასეთი მოსაზრება საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან: ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ არ გამორიცხავენ ჩვენი წინადადების რეალიზებას. ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია, ფრთხილად მუშაობა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში და მკვეთრი, არასწორი ნაბიჯების თავიდან აცილება”.
ამგვარად, აქცენტს მოსკოვში სიფრთხილეზე აკეთებენ და ეს პოზიცია, როგორც ჩანს, არც გუშინ დაუმალავთ, როცა ლონდონში იმსჯელეს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსს” აუწყა, რომ ლონდონის მოლაპარაკების ორი მონაწილე - რუსეთი და ჩინეთი - უშიშროების საბჭოში ირანის საკითხის განხილვის წინააღმდეგი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
ლონდონში გამართულ მოლაპარაკებას შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც პრეს-კონფრენეციაზე მოსკოვში. ლავროვმა აღნიშნა, რომ მისაღებია ევროპის სამი სახელმწიფოს: ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მოწოდება, გაიმართოს გაეროს ატომური ენერგიის უწყების საგანგებო შეკრება, რომელზეც ირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელებენ.
სერგეი ლავროვის ხმა “განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ევროპის სამი ქვეყნის მოწოდება, გაიმართოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომა 2-3 თებერვალს. რუსეთი მზად იქნება ასეთი სხდომისთვის. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, რას შეიძლება მიაღწიოს ასეთმა სხდომამ”.
ზოგი ექსპერტის ვარაუდით, გაეროს ატომური უწყების მმართველთა საბჭოს საგანგებოს ხდომაზე, რომელიც ლავროვმა ახსენა, იმსჯელებენ იმაზეც, მიზანშეწონილია თუ არა ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემა. ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშრისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, მარკ ფიცპატრიკი შემდეგ შეფასებას გამოთქვამს: [მარკ ფიცპატრიკის ხმა] “რუსეთი საბოლოოდ არ შეეცდება, დაბლოკოს ამ საკითხის ნიუ-იორკისათვის გადაცემა და, ფაქტობრივად, არც შეუძლია ამის გაკეთება, რადგანაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში კენჭისყრის შედეგი უმრავლესობაზეა დამოკიდებული. კონსენსუსი არ არის საჭირო. მაგრამ იმისათვის, რომ თეირანის საყურადღებოდ ძლიერი განცხადება გაკეთდეს, საჭიროა რუსეთმა, ჩინეთმა და მმართველთა საბჭოს ყველა დანარჩენმა წევრმა - რა სტრატეგიაზეც უნდა შეთანხმდნენ - ერთსულოვანი პოზიცია გამოთქვან. არადა, ერთსულოვნება ჯერ-ჯერობით არ ჩანს”.
ასე, რომ დასავლეთთან რუსეთის პოზიციის (პუტინის მიერ ნახსენები) სიახლოვის მიუხედავად, ეს პოზიციები იდენტური არ არის. მოსკოვს კარგი ურთიერთობა ესაჭიროება ირანთან, რომელიც, შესაძლოა, მისი მოსაზღვრე სახელმწიფო არ იყოს, მაგრამ ახლო მეზობელია. გარდა ამისა, მასთან 1 მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესი აკავშირებს ბუშერის ატომური რეაქტორის მშენებლობით.