კავკასიური ოთხეული, რეგიონის სახელმწიფოთა საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის მიზნით, გასულ წელს შეიქმნა და სამ თვეში ერთხელ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საკანონმდებლო
ორგანოების ხელმძღვანელთა დონეზე იკრიბება. ამ გაერთიანებას, თუ შეიძლებ მას ასე ვუწოდოთ, არაოფიციალურად რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი ხელმძღვანელობს. ოთხეულის რიგით მეოთხე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხში", შედგა.
თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრთა საბჭოს რიგით 24-ე შეკრების შემდეგ, რომლის ქმედითუნარიანობის დასასაბუთებლად რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოს შეკრებებზე შემუშავებული გეგმების მიხედვით უამრავი დამნაშავე დაკავდა, "შერატონ მეტეხში" დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოთხი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელთა, კავკასიური ოთხეულის, შეხვედრა შედგა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის თავმჯდომარემ მურთუზ ალესკეროვმა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არმენ ხაჩატრიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რეგიონის უსაფრთხოებისთვის ორმხრივ და უფრო ფართო ურთიერთობებზე, აგრეთვე, ოთხივე ქვეყნისთვის საინტერესო ეკონომიკურ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს. ყველაფერი ამის შემდეგ სერგეი მირონოვი თბილისის ლოკომოტივის სტადიონს უნდა სწვეოდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობის გამოსავლენად. რუსეთს საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებს აგრესიულად იცავს. ამ ინტერესებს აგრესეულად იცავენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც, მაგრამ მირონოვს ქართველი პოლიტიკოსები სწორედ იმ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელთანაც შეიძლება კონსტრუქციული ურთიერთობა.
ასეა თუ ისე, თბილისში რა ინიციატივები ჩამოიტანა კავკასიური ოთხეულის არაოფიციალურმა მეთაურმა, რაზე შეთანხმდნენ ან რაზე ვერ შეთანხმდნენ ოთხი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელები, ბუნდოვანი დარჩა. მათ კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებიათ. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც რუსეთის, ისე სომხეთის წარმომადგენლები ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგების წინაშე კონკრეტული მოთხოვნებით უნდა წარმდგარიყვნენ. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ამ შეხვედრაზე სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხის წინ წამოწევას აპირებდა. ცნობილია, რომ ოთხეულს აფხაზეთის და სხვა კონფლიქტური კერების პრობლემატიკაზეც უნდა ემსჯელა და საუბარი აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიასაც უნდა შეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი კავკასიური ოთხეულის ფორმატის ფარგლებში გამართული შეკრებების არსს შემდეგნაირად აყალიბებს:
[გიგი წერეთლის ხმა] " აქ არის არის მარტო საქართველოს საკითხი, აქ არის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხი. რა ვიცი, ზოგიერთი საკითხი უფრო რომ არ გამწვავდა და რაღაც დონეზე შეჩერდა განცხადებები, რომლებიც უფრო დაძაბავდა რუს პარლამენტარებთან ურთიერთობას, შესაძლოა, ამ შეკრებებმა ეს მოიტანა. ასეთი შეხვედრები ამას ნამდვილად ემსახურება, მაგრამ რადიკალური და სერიოზული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს. "
ოთხეულის შემდგომი შეხვედრა სამი თვის შემდეგ მოსკოვში უნდა ჩატარდეს.