საქართველოს ხელისუფლების წევრებს შეთქმულების ძიების სენი შეეყარათ - შეთქმულებათა ორგანიზებაში ისინი ერთმანეთს ინტენსიურად ადანაშაულებენ. ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებით გაისმის,
ყველა მათგანზე რეაგირება კი გენერალურ პროკურატურას მოეთხოვება და პროკურატურაშიც სერიოზულად ეკიდებიან ამ მოთხოვნებს. მოკლედ, საქართველოს ხელისუფალნი - პარლამენტარები თუ მთავრობის წევრები - ბნელ ოთახში კატის ძებნით არიან დაკავებულნი. საარჩევნო ტაქტიკად მათ ერთმანეთის შეთქმულებაში დადანაშაულება აირჩიეს.
პარლამენტში მოსულმა ვერც ერთმა ძალამ ამომრჩევლის იმედები ვერ გაამართლა, პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ კი მართვის სრული უუნარობა გამოამჟღავნა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ხელახლა მოპოვების სურვილმა ორივე შტოს ინტრიგებით მანევრირების მოთხოვნილება გაუმძაფრა. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს იმას, რითაც საქართველოს ხელისუფლება საზრდოობს. უმწვავესი პრობლემებით დახუნძლულ საზოგადოებას ის, ერთმანეთს შორის საქმის გარჩევის გარდა, ფაქტობრივად, ვერაფერს სთავაზობს. ცდილობს საქმის გარჩევებს უფრო და უფრო სკანდალური სახე მისცეს. ამ მიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა წევრებმა შეთქმულებათა ძიებას მიჰყვეს ხელი, მაგრამ მათ, შეთქმულებების დადასტურების მხრივ, არ უმართლებთ.
მაგალითისთვის, პარასკევს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები საკმაოდ გაამხიარულა უშიშროების საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილმა ინფორმაციამ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ ინფორმაცია, თითქოს, ავთანდილ ჯორბენაძემ და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრმა სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს, არ დადასტურდა და მონაჭორს წარმოადგენს.
პროკურატურამ შეთქმულთა შეკრების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა 2 კვირის წინ დაიწყო. დაკითხა პირები, რომლებმაც ინფორმაცია გაავრცელეს: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და სხვები, ისინიც, რომლებიც შეთქმულების მონაწილეებად სახელდებოდნენ და, რადგან ცილისწამება დანაშაულის ბრალდებით დასჯადი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ ის დანაშაულის განზრახ დაბრალების ნიშნებს შეიცავს, დაადგინა, რომ ინფორმაციის გამავრცელებლები დასჯას არ ექვემდებარებიან. ასე დასრულდა მითქმა-მოთქმა ავთანდილ ჯორბენაძის ბინაში საიდუმლო სერობის თაობაზე, მაგრამ პროკურატურას, შეთქმულთა ან შეთქმულების ძიების მხრივ, საქმე არ გამოლევია.
ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" სახელით, დეპუტატმა დავით კოღუაშვილმა მოითხოვა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს ვიტალი ხაზარაძის განცხადებას ალტერნატიული პარლამენტის შექმნის შესახებ. ეს განცხადება ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერმა 13 მარტს მას შემდეგ გააკეთა, რაც მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით მიღებული კანონის ხელახალი კენჭისყრა კვორუმის მიუღწევლობის გამო ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები, გარკვეულ ძალებს (იგულისხმებიან დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციური ძალები) პარლამენტის მუშაობის შეგნებულ პარალიზებაში ანუ პარლამენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია კი, კერძოდ, "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის ბლოკირებისთვის სახელისუფლებო ფრაქციების მიერ გამოყენებულ ხერხებში პარლამენტარიზმის წინააღმდეგ შეთქმულების ნიშნებს ხედავს. შეთქმულებათა ძიების მოთხოვნილების ტენდენცია აქ არ სრულდება. პარასკევს ფრაქცია "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ უფრო სერიოზული შეთქმულების სააშკარაოზე გამოტანა სცადა და თქვა, რომ საქართველო უცხოეთის ქვეყნებთან იარაღის წარმოემის საქმეში ფარულ თანამშრომლობაში არის ეჭვმიტანილი.