ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოში დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების შეჩერების მოთხოვნა უკან წაიღო, საქართველოს შეფარებული ჩეჩნები კი მაინც არ კარგავენ იმედს,
რომ მათ თანამემამულეებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. გენერალური პროკურატურა რუსეთიდან მიღებულ დამატებით მასალას სწავლობს, ამდენად, გენერალური პროკურორი ჯერ ვერაფერს ამბობს იმაზე, არის თუ არა ეს მასალა საკმარისი ჩეჩნების რუსეთის მხარისთვის გადასაცემად. რა გადაწყვეტს საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების საკითხს, პოლიტიკა თუ წმინდა სამართლებრივი ასპექტები, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუმცა არც ჩეჩნების ადვოკატებს დაუკარგავთ იმის იმედი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.
საქართველოში დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების შეჩერების მოთხოვნის მოხსნა, რის შესახებ გადაწყვეტილებაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიიღო, საქართველოში ჩეჩნების ექსტრადირების შესახებ გადაწყვტილებად აღიქვეს. არადა, 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში ჩეჩნებთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის შეჩერებას არ ნიშნავს.
სტრასბურგში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, იქ ჯერ არ დაუდგენიათ სამართლიანია თუ არა საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადირების თაობაზე რუსეთის მოთხოვნა, კანონის და სამართლიანობის ფარგლებში მოხდა თუ არა უკვე ექსტრადირებულების რუსეთის მხარისთვის გადაცემა და ასე შემდეგ.
ევროპის სასამართლოში ჩეჩნების ქართველი ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ჯერ ვერ ხედავს და არც იმას ამბობს, რომ ექსტრადირების შეჩერების მოთხოვნის უკან წაღება, ერთმნიშვნელოვნად, პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი ნაბიჯი იყო .
[მაკა ძამუკაშვილის ხმა] “ ეს იურიდიული გადაწყვეტილებაც არის, რადგან ევროსასამართლოს ფუნქცია არ არის, სახელმწიფომ დაარღვიოს ევროკონვენციის რომელიმე მუხლი და მერე მოსთხოვოს ამაზე პასუხი. მისი მთავარი ფუნქციაა, სახელმწიფოები აიძულოს, მათი მოპყრობა პატიმრებისადმი შეესაბამებოდეს ევროკონვენციას.”
როგორც ჩანს, 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში რუსეთიდან გაგზავნილ წერილებს ეყრდნობა, - წერილებს, რომლებშიც რუსეთის მხარე ახლა უკვე ევროპის სასამართლოს წინაშე იღებს პასუხისმგებლობას, ექსტრადირების შემთხვევაში ჩეჩნების მიმართ ევროკონვენციის მოთხოვნების მიხედვით იმოქმედოს. და მაინც, მაკა ძამუკაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება სულაც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ევროპის სასამართლომ საქართველოს აგვისტოს დასაწყისში დაკავებული ჩეჩნების რუსეთის მხარისთვის გადაცემა უკარნახა.
ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გენერალურმა პროკურატურამ რუსეთიდან მიღებული დამატებითი მასალების შესწავლა უნდა დაასრულოს და, თუ მისი გადაწყვეტილება რუსეთისთვის სასურველი იქნება, ჩეჩნებს და მათ ადვოკატებს რჩებათ უფლება გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ჯერ რაიონულ სასამართლოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ. სავარაუდოდ, ჩეჩნებთან დაკავშირებული პროცესები ევროპის სასამართლოში და საქართველოს სასამართლოებში ერთმანეთის პარალელურად წარიმართება.
თბილისის მეხუთე იზოლატორში მყოფ რვა ჩეჩნიდან ორს რუსეთში ექსტრადირება ნაკლებად ემუქრება, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. სხვებთან დაკავშირებით მუსირებს აზრი, რომ ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლნი იქნებიან. პანკისის ხეობას შეფარებული ქისტები საბოლოო გადაწყვეტილებას მღელვარებით ელოდებიან. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე კი განმარტავს, რომ რუსეთისთვის ჩეჩნების გადაცემა-გადაუცემლობის საკითხი ტექნიკური საკითხია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მასზე დამოკიდებული არ არის. ასეა თუ ისე, აგვისტოს დასაწყისში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებულ ჩეჩნებს რუსეთში ჯიუტად ელიან. ქართველი ადვოკატები კი რუსეთისთვის უკვე გადაცემული ჩეჩნების ბედის გასარკვევად რუსეთში გამგზავრებას და მათ მონახულებას შეეცდებიან.