ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა. საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან ერთად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც.
წყალდიდობა ლაგოდეხში

1
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, მათ სახლები და მიწის ნაკვეთები არ დაიტბორებოდა.

2
ადიდებული მდინარე ნინოსხევი

3
დაიტბორა სასოფლო სამეურნეო-სავარგულები.

4
სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართულები დაიტბორა.

5
სახანძრო-სამაშველო სამსახურში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

6
თითქმის 24-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა.

7
ჯერჯერობით უცნობია, რამდენია სტიქიით მიყენებული ზარალი.

8
წყალმა დააზიანა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

9
დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.

10
მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.