შსს "პუბლიკის" ჟურნალისტზე ძალადობას სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პუბლიკას" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რომლითაც პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დგება. "პუბლიკას" ჟურნალისტს კამერაში წიხლი მაშინ მოარტეს, როცა ის გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არსებულ მდგომარეობას იღებდა. იქ სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბული იყო. პირი, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ფეხს იქნევდა, იგინებოდა. ის ამბობდა, რომ სახეს არ მალავდა. ინციდენტია ამსახველი ვიდეომასალა მედიასაშუალებამ თვითონ გაავრცელა. კადრებში პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე