აგვისტოს ომის გმირი - გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა. ის 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ის ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი, ინტერნეტში 2009 წლის ზამთარში გავრცელდა. როცა გიორგი ანწუხელიძე დაიღუპა, მისი უმცროსი შვილი, ანა, ჯერ დაბადებული არ იყო, ხოლო უფროსი შვილი, ლევანი, მხოლოდ 10 თვის იყო. დღეს მათ იციან, რომ გმირი მამა ჰყავთ. 18 აგვისტოს, გიორგი ანწუხელიძის საფლავზე ყვავილები მიიტანა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. პატივის მისაგებად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგის თანამებრძოლებიც.
გიორგი ანწუხელიძე - გმირის სახელი და ხსოვნა

ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?