ქართველი მღვდლის ალეპოელი ბავშვები
"უხილავ ფარდაში" მოუსმენთ პრაღაში მცხოვრებ მხატვარს, სასულიერო პირს, ფსევდონიმით, გაბრიელ ტანიე, იმავე მამა იოსებს. მისი გამოფენა, რომელზეც სირიის ომისადმი მიძღვნილი ნამუშევრები წარმოადგინა, გაიმართა თანამედროვე ხელოვნების გალერეა „ნევან კონტემპოში“. გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში გაბრიელ ტანიე გვიამბობს, რატომ შეადარა ერთმანეთს ალეპოსა და ბესლანის მასობრივი მკვლელობები, რატომ დაუხატა ანგელოზებს ფეხები, რატომ გამოსახა ერთად მაჰატმა განდი და ქრიშტიანუ რონალდუ. გაბრიელ ტანიემ ისიც გაგვანდო, ვინ ხატავს ამ ნამუშევრებს, სასულიერო პირი თუ ხელოვანი.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე