„მწვანე მუშტმა“ პრესკონფერენცია ჩაუშალა ნიკა ანთიძეს
17 დეკემბერს, მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტებმა პრესკონფერენცია ჩაუშალეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსს ნიკა ანთიძეს. ისინი მას უძველესი არქეოლოგიური ძეგლის განადგურებაში ადანაშაულებენ. უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმაა საყდრისის ოქროს მაღაროს აფეთქების გამო. 12 დეკემბერს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც კომპანია RMG GOLD-მა განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ტერიტორიაზე, სადაც, მრავალი ექსპერტის დასკვნით, ოქროს მომპოვებელი უძველესი საბადო მდებარეობს და, შესაძლოა, არტეფაქტებიც იყოს დარჩენილი. აქტივისტები სამუშაოების შეჩერებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს