ზუსტად 50 წლის წინ, 1962 წლის 12 ივლისს, ლონდონის „მარკი კლაბში“ გაიმართა „როლინგ სტოუნზის“ პირველი კონცერტი. კონცერტზე მისული ასამდე მაყურებელი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ლეგენდის დაბადების მოწმე ხდებოდა.
"როლინგ სტოუნზი" 50 წლისაა

13
1998 წლის აგვისტო. ჯგუფი კონცერტს ატარებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში.

14
2005 წელი, ნიუ-იორკი. “როლინგ სტოუნზი” განცხადებას აკეთებს მსოფლიო ტურნეს შესახებ.

15
2007 წელი. “როლინგ სტოუნზი” კონცერტს ატარებს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში. ორი წლით ადრე ჯგუფმა გამოუშვა სტუდიური ალბომი “A Bigger Bang”.

16
2007 წლის ივლისი. ჯგუფი კონცერტს მართავს ჩერნოგორიეში, ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ ბუდვაში.

17
2007 წელი, ვარშავა. ბელორუსიის “თავისუფალი თეატრის” ჯგუფის წევრები ჯაგერთან შეხვედრისას. ჯაგერმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ იატაკქვეშა ჯგუფის ბრძოლას ბელორუსიის ხელისუფლების კულტურული ცენზურის წინააღმდეგ.

18
ჯაგერი (მარცხნივ), რიჩარდსი (მარჯვნივ) და კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე ბერლინის 2008 წლის საერთაშორისო კონოფესტივალზე საუბრობენ სკორსეზეს ფილმზე “Shine A Light”, რომელიც ჯგუფის საკონცერტო ცხოვრებას აღწერს.

19
“როლინგ სტოუნზი” 1985 წელს (ზედა ფოტო) და 2008 წელს.

20
2011 წელი, ლოს-ანჯელესი. ჯაგერი მღერის “გრემით” დაჯილდოების ცერემონიაზე.

21
2012 წლის 11 ივლისი. “როლინგ სტოუნზი” ფოტოს იღებს ლონდონის “Marquee Club”-ის წინ. ჯგუფის პირველი კონცერტი სწორედ ამ კლუბში გაიმართა.