8 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და კონსერვატორული პარტიის ყოფილი ლიდერი მარგარეტ თეტჩერი. მისი წარმომადგენლის, ლორდ ბელის თქმით, თეტჩერის ოჯახმა დიდი მწუხარებით გამოაცხადა, რომ ის "უდრტვინველად გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ." თეტჩერი მრავალი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა. "რკინის ლედიმ", როგორც მას შეარქვეს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რკინის ფარდის დანგრევაში. თეტჩერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი იყო და სამ არჩევნებში აქვს მოვოპებული გამარჯვება, ქვეყანას მართავდა 1979-დან 1990 წლამდე, რაც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა XIX საუკუნის დამდეგიდან მოკიდებული.
მარგარეტ თეტჩერი: "რკინის ლედი" სურათებში

11
მარგარეტ თეტჩერი და რონალდ რეიგანი კემპ-დევიდში 1984 წელს.

12
მარგარეტ თეტჩერი ევროპის პარლამენტში გამოდის სიტყვით. სტრასბურგი, 1986 წ.

13
მარგარეტ თეტჩერი უკანასკნელ სიტყვას წარმოთქვამს კონსერვატორული პარტიის ყრილობაზე ბრაიტონში. 1988 წლის ოქტომბერი.

14
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ თეტჩერს ესაუბრება მათი ერთობილივი პრეს-კონფერენციისას მოსკოვში 1990 წლის ივნისში.

15
მარგარეტ თეტჩერი უკანასკნელად გამოდის პრესის წინაშე ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომრის წინ. უკან: დენის თეტჩერი. 1990 წლის ნოემბერი.

16
მარგარეტ თეტჩერი და მისი მემკვიდრე ჯონ მეიჯორი. ლონდონი, 1992 წლის მარტი.

17
მარგარეტ თეტჩერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი პრაღის სასახლეში ვახშმის წინ. 1999 წლის ნოემბერი.

18
მარგარეტ თეტჩერი აშშ-ის კაპიტოლიუმში ხელით ეხება კუბოს, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალ რეიგანი ასვენია. 2004 წლის ივნისი.

19
მარგარეტ თეტჩერი ესწრება ფოლკლენდის კუნძულების განთავისუფლების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საეკლესიო წირვას. 2007 წლის ივნისი.

20
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მარგარეტ თეტჩერს ხვდება ლონდონში 2007 წელს.