ეკა გიგაური ფარული მოსმენების რეგულაციაზე
20 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა 19 ნოემბერს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელზეც ე.წ. ფარულ მოსმენების საკანონმდებლო რეგულირების რამდენიმე ვერსიაზე იმსჯელეს. ხუთსაათიანი შეხვედრისას ერთ ვარიანტზე შეჯერება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვერ მოხერხდა. არასამთავრობოები კვლავაც თვლიან, რომ ე.წ. გასაღები შსს-ს არ უნდა ჰქონდეს. დღეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით რეგისტრირებულია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთი გასაღების შსს-ს და მეორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფლობას. 20 ნოემბერს იწურება ვადა ფარული მოსმენების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე ავტორის ერთობლივი საკანონმდებლო წინადადება ჯერჯერობით არც ერთი კანონმდებლის მიერ არ არის ინიცირებული.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს