N1 ოლქის N20 საარჩევნო უბანი თბილისში
პირველი საინფორმაციო ბრიფინგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. "ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.
8:00 საათზე დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები. ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ათეული ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელი დააკვირდება. მათ შორის არის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), რომლის შეფასებასაც გადამწყვეტ როლს ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობა. იხ. მეტი.