Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან შუბაშვილი სექსუალურ შევიწროებასა და კანონის ნაკლოვანებაზე


28 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ქეთევან შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა დასაქმების ადგილებში სექსუალური შევიწროების თაობაზე არსებულ საქმეებზე, რომლებსაც სახალხო დამცველი სწავლობს. მისი თქმით, დასაქმების ადგილებში სექსუალური შევიწროების თაობაზე მიმართვიანობა დაბალია, რასაც სოციალური გარემო, გაბატონებული სტერეოტიპები და კანონში არსებული ხარვეზები განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი დისკრიმინციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ისიც არ მოიცავს მუხლს სექსუალურ შევიწროებაზე. სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე სახალხო დამცველი ეფექტური საკანონმდებლო ცვლილილებების შემუშავებას მიიჩნევს აუცილებლად.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG