Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თინა ყიფშიძე


29 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თინა ყიფშიძე, სოციოლოგი, მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. მან ილაპარაკა უსახლკარობის პრობლემაზე.

თინა ყიფშიძე განმარტავს, რომ უსახლკარობას სტრუქტურული საფუძვლები აქვს და ეს არ არის ცალკეული ინდივიდების წარუმატებლობის შედეგი, როგორადაც მას სახელმწიფო აღიქვამს. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ უსახლკარობის მასშტაბი იზრდება, რადგან არ იცვლება სტრუქტურული საფუძვლები, რაც ამ ტენდენციას განაპირობებს და შეუძლებელია თავშესაფრების შენებით მოევლოს პრობლემას, თუნდაც, თავშესაფრების რაოდენობა საკმარისი იყოს. საქართველოში დღეს ათასობით უსახლკარო ადამიანია. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თინა ყიფშიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში ძალიან მაღალია სოციალური უთანასწორობა. სტუმარმა განმარტა ის ფაქტორები, რის გამოც დასავლეთის სახელმწიფოები ახორციელებენ სისტემურ სოციალურ პოლიტიკას უსახლკარობის თავიდან ასაცილებლად და უსახლკაროების დაცვისთვის. საუბარში აღინიშნა ისიც, რომ დასავლელი ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილზე პრაგმატული, სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო. ამის გარეშე, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევაც. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი, რომელიც წლებია უსახლკარო მოქალაქეების უფლებებს იცავს. მან ილაპარაკა ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ თავიანთი მოვალეობების შეუსრულებლობაზე. ნიკოლოზ ლეგაშვილმა ხაზი გაუსვა პრობლემის მასშტაბს და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსი (ადამიანურიც და ფინანსურიც) საკითხის მოგვარებას არ ეყოფა.

თინა ყიფშიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:02 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG