Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ კვარაცხელია


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ კვარაცხელია
please wait

No media source currently available

0:00 0:42:13 0:00

6 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა საქართველოს სტაციონარულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ვითარება საქართველოს 12 სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გამოიკვეთა პრობლემების სამი ჯგუფი - დაფინანსება, პერსონალი და სახელმწიფო კონტროლი. ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ანგარიშზე იმუშავა სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა. ფსიქიატრიული პაციენტების მომსახურება სცდება სამედიცინო სფეროს. ფსიქიატრიის რეფორმის მთავარი მიზანია დეინსტიტუციონალიზაცია - ის, რომ საჭირო მომსახურების მიღება პაციენტს უნდა შეეძლოს თემში, ინსტიტუციაში მისვლის, ან იქ განთავსების გარეშე. ნიკა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ხანგრძლივი პერიოდით ამ ინსტიტუციებში მოთავსება მადეგრადირებელია პაციენტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დღეს მწვავე პრობლემებია სომატური დაავადებების მკურნალობის კუთხით. ეს სიმწვავე განსაკუთრებით წარმოჩინდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლამ. სახალხო დამცველის ანგარიშში არის ფოტოები, რომლებზეც ასახულია დღეს არსებული სახელმწიფო ინსტიტუციების მდგომარეობა.

ნიკოლოზ კვარაცხელია "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:11 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG