1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
პირველი მსოფლიო ომი: სიცოცხლისა და სიკვდილის სცენები

11
ბრიტანული მიწური საველე სიმაგრე გერმანიის გაზის შეტევის შემდეგ. 19 ივლისი, 1916.

12
ამერიკული ფორდი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანად გამოიყენებოდა, ბელგიის განადგურებული სოფლის შუაგულში დგას. სექტემბერი, 1918.

13
რუსეთის ქვეითი ჯარი.

14
ფრანგი ჯარისკაცები თანამებრძოლების გვამებს აგროვებენ საფრანგეთის ქალაქ ვერდანთან. 1 ოქტომბერი, 1917.

15
დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები სადილს შეექცევიან ჩრდილოეთ საფრანგეთში. ვიკონტის კოლექციიდან.

16
ძაღლს ბელგიური ტყვიამფრქვევი გადააქვს ჩრდილოეთ საფრანგეთში. დაუთარიღებელი ფოტო.

17
ფრანგი ოფიცერი ახლადგათხრილი საფლავების თავზე დგას აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე. 19 დეკემბერი, 1916.