Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტპატიმართა სამართლებრივი რეაბილიტაცია


4 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ეკა ქობესაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის “ იურისტი. მან ილაპარაკა პოლიტპატიმართა საქმეების გადახედვის გაჭიანურებულ პროცესზე. მისი თქმით, ხარვეზები პოლიტპატიმართა საქმეებს, პროცესის დასაწყისიდანვე ახლდა, როდესაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტპატიმართა სტატუსის მქონე პატიმრები ამნისტიის გზით გათავისუფლდნენ. მათი საქმეების გადახედვის პროცესი კი გაჭიანურდა და ამ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ეკა ქობესაშვილის თქმით, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს რგოლი, ვინაიდან იგივე მოსამართლეებს უწევს მთ მიერვე გამოტანილი განაჩენის გადახედვა. იმისთვის, რომ პოლიტპატიმრებმა სამართლებრივი რეაბილიტაცია მოითხოვონ საჭიროა პროკურატურაში დაიწყოს გამოძიება, ან თავად პირმ მიმართოს სასამართლოს. მთავარ პრობლემას, ეკა ქობესაშვილი სასამართლოსადმი ნდობის ნაკლებობაში ხედავს, ეს არის განმსაზღვრელი ფატორი იმის, რის გამოც ყოფილი პოლიტპატიმრები სამართლებრივი რეაბილიტაციის მოთხოვნით სასამართლოს არ მიმართავენ. საქართველოში 190 ყოფილი პოლიტპატიმარი და 25 ყოფილი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე პირია. სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესწორებების თანახმად პოლიტპატიმრებს 1 ივლისს ეწურებათ ვადა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს თხოვნით გადაისინჯოს მათ გამამტყუვნებული განაჩენები.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG