თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საშობაო ბაზრობა, გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართა. საახალწლო სოფელი, რომელიც უმეტესობისთვის გასართობი ადგილია, ახალგაზრდების ერთი ნაწილისთვის დროებითი დასაქმების შანსი აღმოჩნდა. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, სახემოხატული ჯამბაზები, პარიკებით, დღეში დაახლოებით 7 საათს მუშაობენ და ამისთვის მოკრძალებულ ანაზღაურებას იღებენ. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
„ჯამბაზები საახალწლო ქალაქიდან“

1
„მე მქვია ნინა, 22 წლის ვარ. ვსწავლობ სამხატვრო აკდემიაში. მიყვარს ცეკვა. ბავშვები არ მიყვარდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კარგად ვეწყობი“.

2
ზურა, 22 წლის: „ ვსწავლობ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. აქ ყოფნა არც სწავლაში მიშლის ხელს და არც სამსახურში. თან, „იოლი“ ფულია”.

3
ნათია, 23 წლის: „გრუზმენას“ მეძახიან. აქ ვარ იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა ჯამბაზი ვყოფილიყავი. მეხუთე წელია, რაც ესე ვმუშაობ. ჩემთვის შემოსავლიანი სამსამხურია. თბილისში გოგო ჯამბაზებში ნომერ პირველი ვარ“.

4
ნოდარი: „ვარ 19 წლის, ვსწავლობ თსუ-ში, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის ფაკლუტეტის პირველი კურსზე. საახალწლოდ ვართობ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს. პირველად ვარ და კარგადაც გამომდის. ერთი შეხედვით, სამუშაო ადვილია, მაგრამ დღის ბოლოს რომ გადახედავ, ძალიან იღლები. 6 ან 7 საათი ვმუშაობ. გააჩნია, ხალხი რამდენი იქნება“.

5
ლენა: „3 წელი თურქეთში ვმუშაობდი ანიმატორად. საქართველოში სტუმრად ჩამოვედი და შემთხვევით ჯამბაზის ვაკანსია ვნახე. ვცადე ძალები მომესინჯა. მომწონს“.

6
მარიამი, 21 წლის: „ანიმატორობა მომწონს, იმიტომ რომ ბავშვებთან უერთიერთობა მიყვარს. ახალი წელი ჩემთვის საუკეთესო დღესასწაულია, ანიმატორობა კი სამსახურზე მეტი“.

7

8

9